თურქული გუნდები გაძლიერებას განაგრძობენ - ფენერბაჰჩემ გენდუზი იყიდა
თურქული საკლუბო ფეხბურთი გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, მორიგი ტრანფერი გააკეთა ფენერბაჰჩემ, რომელმაც 26 წლის ფრანგი ნახევარმცველი - მატეო გენდუზი დაიმატა.
მატეო გენდუზიმ 7 იანვარს ლაციოს შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა, 8 იანვარს დილით კი თურქეთში გაფრინდა, სადაც კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს. თურქულმა კლუბმა ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ €29 მილიონი გადაიხადა.
Transfer Bilgilendirme
— Fenerbahçe SK (@Fenerbahce) January 8, 2026
Kulübümüz, Fransa Milli Takımı oyuncusu Mattéo Guendouzi’nin transferi konusunda, oyuncunun kulübü ve kendisiyle görüşmelerini sürdürmektedir.
Bu kapsamda, transfer görüşmelerini ilerletmek ve sağlık kontrollerini gerçekleştirmek üzere oyuncu İstanbul’a… pic.twitter.com/YwuJzjRzvK
გენდუზიმ კარიერა ლორიენში დაიწყო, სადაც 2 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ლონდონის არსენალში ჩაირიცხა, სადაც 4 წლის განმავლობაში ლონდონური გუნდის საკუთრება იყო, თუმცა ამ პერიოდში იგი მარსელსა და ჰერტაშიც იყო განათხოვრებული. საბოლოოდ მან არსენალის შემადგენლბაში 57 თამაში ითამაშა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ფრანგი ნახევარმცველი მარსელმა გამოისყიდა, საიდანაც ლაციოში გაანათხოვრეს, ახლა კი იგი ფენერბაჰჩეში ჩაირიცხა.
მატეო გენდუზი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხება, მის ანგარიშზე 14 მატჩია, სადაც 2 გოლის გატანაც შეძლო.