Belive

ფელიქსი საქართველოს ნაკრებზე: ,,ვიცით, რას აკეთებენ კარგად და რას - ცუდად''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჟოაო ფელიქსმა, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ. რობერტო მარტინესს ისევე ვენდობი, როგორც ის მე მენდობა. მასთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ მზად ვარ, გუნდს დავეხმარო! ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც ყველა უყურებს. განსაკუთრებული და კარგი მატჩი გველის!

საქართველოს ძლიერი მხარეების შესახებ ვიცით. ვიცით, რას აკეთებენ კარგად და რას - ცუდად. ეს ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელიც ბოლო წუთამდე დაიხარჯება.'' - ჟოაო ფელიქსი

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ხვალ, 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები