Belive

ფელიპე ლუისი მონაკოს ისტორიაში უკვე შევიდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, ფელიპე ლუისის გაწვრთნილმა მონაკომ პსჟ სტუმრად 1:2 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა სეზონი ახალ გუნდთან ერთად შესანიშნავად დაიწყო, ოფიციალურ შეხვედრებში 5-დან 5 მატჩი მოიგო, პირველი შეხვედრა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ დაპირისპირებაში გორნიკ ზაბრჟეს მოუგო, შემდეგ ლე ავრს, შემდეგ ისევ პოლონურ გუნდს აჯობა და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამის შემდეგ მონაკომ მარსელისა და პსჟ-ს წინააღმდეგ იზეიმა გამარჯვება და სეზონიც შესანიშნავად დაიწყო.

ამ გამარჯვებებით ფელიპე ლუისი მონაკოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა, რომელმაც პირველი 5 მატჩი მოიგო.

მომდევნო შეხვედრას მონაკო 12 სექტემბერს სტრასბურგის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები