Belive

მონაკოსთან მარცხის შემთხვევაში, პსჟ ანტირეკორდს დაამყარებს

16 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

ხვალ, ლიგა 1-ის მესამე ტურში, პარი სენ-ჟერმენი, "პარკ დე პრენსზე", მონაკოს მიიღებს. მონაკომ პარიზელები, შიდა ჩემპიონატში, გასული სეზონის ორივე შეხვედრაში დაამარცხა. 2025 წლის 29 ნოემბერს, მონაკომ, მეტოქეს, გასვლაზე, 3:1 სძლია, ხოლო საკუთარ მოედანზე - 1:0. მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენი Qatar Sports Investments-მა ჩაიბარა, საფრანგეთის ჩემპიონატში, პსჟ-ს წინააღმდეგ, ზედიზედ სამჯერ არავის მოუგია. მონაკოს კი, ახლა ისტორიული შანსი აქვს, გააკეთოს ის, რაც ბოლო წლებში, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო.

ამ ორ შეხვედრას შორის, გუნდები, ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვდნენ ერთმანეთს სადაც, პსჟ-მ მეტოქე, ორი მატჩის ჯამში, 5:4 დაამარცხა. გარდა ამისა, პირველ და მეორე ტურში, პსჟ-მ, რენთან და ლილთან ორივე შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა. იმ შემთხვევაში თუ, ლუის ენრიკეს გუნდი, ხვალინდელ შეხვედრაში დამარცხდება ან კვლავ ფრეს ითამაშებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როდესაც პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის პირველი სამ ტურის შემდეგ, გამარჯვების გარეშე იქნება.

ამის საპირისპიროდ, მონაკომ 2026/27 წლების სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო და 6 ქულით სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს. პსჟ-სთან გამარჯვების შემთხვევაში კი, ფილიპე ლუისის შეგირდები ამ საუკუნეში, მეორედ შეძლებენ პირველი სამი შეხვედრის მოგებას. თავდაპირველად ეს 2017-18 წლებში მოხდა, როდესაც მონაკოელებმა, სეზონი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყეს. თუმცა, იმ წელს ჩემპიონება მაინც პარიზელებს დარჩათ.

საინტერესოა ისიც, რომ პსჟ-ს ახალწვეული, მაგნეს აკლიუში შეიძლება, ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 24 წლის ფეხბურთელი, პსჟ-ში სწორედ მონაკოდან გადმობარგდა. ფრანგ ფეხბურთელს, მონაკოს მაისურით, ყველა ტურნირზე, 139 მატჩი აქვს ჩატარებული. ხოლო უშუალოდ პარიზელთა სტადიონზე, მის ანგარიშზე, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ხვალინდელი მატჩი, ბევრი მიზეზის გამოა საინტერესო. არსებობს შანსი, რომ მონაკომ, პსჟ-ს მოუგოს და ამით პარიზელთა ტრადიცია დაირღვეს, ან, პსჟ-მ თავად იზეიმოს შიდა ჩემპიონატში, ამ სეზონში, პირველი გამარჯვება.

სხვა სტატიები