"ფეხბურთელების გაყიდვა ან გაცვლა ინტერის გეგმებში არ ჯდება" - ინტერის პრეზიდენტი
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის თასის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ინტერმა კომოსთან ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ ინტერის პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ მედიასთან ისაუბრა:
ნერაძური სერია A-ს ცხრილის სათავეშია, ის მეორეადგილოსანს 10 ქულით უსწრებს, თუმცა როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩების შემდეგ ინტერი ჩემპიონთა ლიგიდან ბოდო გლიმტთან დაპირისპირების შემდეგ გამოვარდა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ახალი გვერდი დავწერეთ, ბუნებრივია სინანულით, მაგრამ ამას ისე მივიღებთ, როგორც ღირებულ სასწავლო გამოცდილებას.
რაც შეეხება სხვა ტურნირებს, იქაც არსებობს გარკვეული საფრთხეები, ყველაფრის მოგება შეუძლებელია, ამის მწარე გამოცდილება კი ჩვენ უკვე გვაქვს, მაგრამ ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ.
ნიკო პასი, რა თქმა უნდა ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ფეხბურთელია. მას წინ შესანიშნავი კარიერა ელის, მაგრამ ის რეალ მადრიდის საკუთრებაა და გამოსყიდვის შესაძლებლობაც აქვს. ეჭვი მეპარება, რომ რეალ მადრიდმა ის ხელიდან გაუშვას, მის შესახებ მომავალ წლებში ბევრს მოვისმენთ.
გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად მინდა გითხრათ, რომ პიო ესპოზიტოს შესახებ არსენალს არ მოუმართავს, მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ რომ ფეხბურთელების გაყიდვა ან გაცვლა ინტერის გეგმებში არ ჯდება, პიო ესპოზიტო ჩვენი ახალგაზრდული აკადემიის პროდუქტია და ჩვენ მას ვაფასებთ.
რა თქმა უნდა, მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან შორეულ მომავალში იქნება.
ჯერჯერობით წინ კიდევ ბევრი თამაშია, ბევრი საფრთხე და ბევრი ქულა გვაქვს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება, მაგრამ დიდი კლუბების წინააღმდეგ ქულების დაკარგვა არ შეიძლება, რადგან პატარებსაც აქვთ თავიანთი საფრთხეები. - ჯუზეპე მაროტა - ინტერის პრეზიდენტი
.@Inter, Marotta: “Dopo la sfida contro il Bodø/Glimt abbiamo voltato pagina con rammarico, ma credo sia servita come esperienza. Pio Esposito? L’Inter non vuole vendere”https://t.co/g9IsVN4Air
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) March 3, 2026
სერია A-ს ცხრილში ინტერს 67 ქულა აქვს (22 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი) და მეორეადგილოსან მილანს 10 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას ნერაძური 8 მარტს, მილანის წინააღმდეგ გამართავს.
იტალიის თასის ნახევარფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩი კომოს წინააღმდეგ 22 აპრილს გაიმართება.