ევრო 2032-ის მოლოდინში: მილანში ახალი სტადიონის მშენებლობის დეტალები ცნობილია
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სან სიროს“ ახალი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გასაჯაროვდება.
ამ ეტაპზე Foster+Partners-ისა და Manica-ს არქიტექტორები დიზაინის საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ და პრეზენტაციისთვის ემზადებიან. ცნობისთვის, სწორედ ამ კომპანიებმა დააპროექტეს ლონდონის „უემბლიც“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არქიტექტორებმა ახალ კონცეფციაში „ჯუზეპე მეაცას“ ისტორიული დეტალებიც გაითვალისწინეს.
Ance-ს ღონისძიებაზე მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ, აღნიშნა:
„იმედი მაქვს, კლუბები ახალი სტადიონის ვიზუალიზაციებს ძალიან მალე წარადგენენ და გარანტიას მოგვცემენ, რომ არენა 2032 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება“. - ჯუზეპე სალა
რადგან იტალია ევრო პირველობას თურქეთთან ერთად უმასპინძლებს, ვადების დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. Gazzeta.it-ის ცნობით, მშენებლობა 2031 წელს - ტურნირამდე ზუსტად ერთი წლით ადრე უნდა დასრულდეს, რაც უეფას მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
სამზადისი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 16 მარტს კომპანია Stadio San Siro Spa-მ განხორციელების გეგმა წარადგინა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტმა მისი წინასწარი განხილვა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება დაიწყო. მომდევნო ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზი და უწყებათაშორისი შეხვედრა იგეგმება.
ეს პროცესები ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ჯერ გვირაბის გადატანა იგეგმება, შემდეგ ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება, ბოლოს კი „ჯუზეპე მეაცას“ ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდება.
FYI:
— Milanisti Bogor IDN (@UlgadBogor) August 19, 2026
Pembangunan Stadion #NewSanSiro sudah di mulai bulan agustus ini dan mengambil beberapa area parkir mobil sekitaran San Siro, hal ini membuat #Milan dan #Inter menyarankan para fans yang datang untuk memakai transportasi publik daripada kendaraan pribadi khususnya mobil.…