Belive

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებში მესის მემკვიდრე დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიონელ სკალონიმ, გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესის მემკვიდრედ, ნიკო პასი დაასახელა. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, შესაძლოა, ისტორიული 10-ნომრიანი მაისურის ახალი მფლობელი გახდეს. ამ ინფორმაციის შესახებ, Espn Argentina იტყობინება. ნიკო პასი, აქამდე, არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ პირველ 11 მატჩში, 18-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანტური 10-ნომრიანი მაისურის მთავარ კანდიდატებად, ალექსის მაკ ალისტერი და ენცო ფერნანდესი განიხილებოდნენ, სკალონი ნიკო პასს ენდობა და სწორედ მას მიიჩნევს არგენტინის ნაკრების ახალი ეპოქის მთავარ ფიგურად. ამ თემაზე Espn Argentina-ს ჟურნალისტმა, ფედერიკო ბუენომაც ისაუბრა.

თუ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რაზეც, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში გაიმართება მოლაპარაკებები, 10-ნომრიანი მაისური ნიკო პასს გადაეცემა. ეს საკითხი ნაკრებში უკვე გადაწყვეტილია და ამას სერიოზულად ეკიდებიან. - ფედერიკო ბუენო

მესის წასვლით, არგენტინის ნაკრებში მისი 10-ნომრიანი მაისურის 17-წლიანი ეპოქა დასრულდა. ლეომ, ეს ნომერი, პირველად, დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით, 2009 წლის მარტში მოირგო. ლეოს, ნაკრებში, 10-ნომრიანი მაისური, 172 მატჩი მოირგო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამავე ნომრით, დიეგო მარადონას, არიელ ორტეგას, ხუან რომან რიკელმესა და მარსელო გილარდოს მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას. როგორც ჩანს, ნიკო პასი, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არის. 21 წლის ფეხბურთელმა, 2025/26 წლების სეზონში, კომოს რიგებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანაში. საკლუბო ფეხბურთში, მან, 10-ნომრიანი მაისურით, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

არგენტინის ნაკრები, სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო ფანჯარაში, 4 საერთაშორისო შეხვედრას ჩაატარებს. ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან ერთად, ყურადღება ლიონელ სკალონის კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იქნება მიმართული. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას სურს, მთავარმა მწვრთნელმა, ნაკრებს, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელოს.

სხვა სტატიები