"ნუ მადარებთ ნეიმარს, ის ბევრად უკეთესია" - ენდრიკი
ბრაზილიელი ფეხბურთელი ენდრიკი, რომელიც რეალ მადრიდიდან ლიონში იჯარით გადავიდა შესანიშნავ ფორმაშია, მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება უკვე მოასწრო. გასულ ტურში ენდრიკმა მეცის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა CazeTV-სთან ისაუბრა, ის ნეიმარს შეადარეს, რაზეც მან ასეთი რამ უპასუხა:
ნუ მადარებთ ნეიმარს, ის ბევრად უკეთესია. როდესაც ის საფრანგეთში ჩავიდა, არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო და წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა. მისი შერსულებით ყველა მატჩში იყო დრიბლინგები, გოლები და საგოლე გადაცემები. - ენდრიკი
შეგახსენებთ, რომ ენდრიკი რეალ მადრიდში გასულ წელს გადავიდა და სამეფო კლუბის მაისური 40 შეხვედრაში მოირგო, ამ დროის განმავლობაში მან 7 გოლი/1 საგოლე გადაცემა დააგროვა. ბრაზილიელმა მადიდრულ გრანდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლიონში იჯარით გადავიდა, სადაც შესანიშნავად ასპარეზობს.
🚨 𝗘𝗡𝗗𝗥𝗜𝗖𝗞 🇧🇷 𝗡𝗘 𝗩𝗘𝗨𝗧 𝗣𝗔𝗦 𝗤𝗨’𝗢𝗡 𝗟𝗘 𝗖𝗢𝗠𝗣𝗔𝗥𝗘 𝗔𝗩𝗘𝗖 𝗡𝗘𝗬𝗠𝗔𝗥 🇧🇷 ! ❌
— Actu Foot (@ActuFoot_) January 26, 2026
« Les comparaisons avec Neymar ? Quand il est arrivé en France, 𝗰’𝗲́𝘁𝗮𝗶𝘁 𝘂𝗻 𝗷𝗼𝘂𝗲𝘂𝗿 𝗲𝘅𝘁𝗿𝗮𝗼𝗿𝗱𝗶𝗻𝗮𝗶𝗿𝗲 𝗲𝘁 𝗶𝗹 𝗳𝗮𝗶𝘀𝗮𝗶𝘁 𝗱𝗲𝘀 𝗰𝗵𝗼𝘀𝗲𝘀… pic.twitter.com/x0KsUk1Lvy