ფანებმა კვარაცხელია მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" გულშემატკივრებმა მაისის თვის MVP აირჩიეს და ეს ქართველი შემტევი - ხვიჩა კვარაცხელიაა. გამარჯვებულის ვინაობა ნაპოლის ოფიციალურ აპლიკაციაზე კენჭისყრით გამოვლინდა.
კვარაცხელიამ მაისის დასაწყისში "უდინეზესთან" შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, შემდეგ კი 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამორჩეული "ფიორენტინასთან" ფრედ დასრულებული (2:2) მატჩი იყო, რომელშიც ხვიჩამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო ფლორენციელების კარი. ეს გოლი ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია გულშემატკივართა რჩეული სეზონში მესამედ გახდა. აქამდე თვის MVP-ის წოდება თებერვალსა და მარტში მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელიამ, ყველა ტურნირზე ნაპოლის მაისურით ჩატარებულ მატჩებში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.