Belive

არსენალმა ხრისტოს ცოლისის ტრანსფერი დაადასტურა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალმა 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობა დაიწყო და ბრიუგედან ხრისტოს ცოლისის დამატება გამოაცხადა.

"სიხარულით გაუწყებთ ხრისტოს ცოლისთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. 24 წლის შემტევი ბრიუგედან გვიერთდება, სადაც მან ბელგიური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 108 მატჩში ითამაშა, 43 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა", - ნათქვამია ლონდონური კლუბის განცხადებაში.

ხრისტოს ცოლისის ტრანსფერში ლონდონის არსენალი 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

24 წლის მარცხენა გარემარბს საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში 34-ჯერ აქვს ნათამაშები და 9 გოლის გატანაც მოახერხა.

არსენალმა 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

სხვა სტატიები