Belive

ვიქტორ ოსიმენი: "თავს სახლში ვგრძნობ"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიდან" "გალათასარაის" იჯარის წესით შეუერთდა. ვიქტორის მაღალი ფასის გამო, იტალიურმა კლუბმა მისი გაყიდვა ვერ მოახერხა - ფეხბურთელს პრობლემები შეექმნა, რადგან კონტემ ნიგერიელი განაცხადში არ შეიყვანა, ოსიმენმა "თავს უშველა", თუმცა ახლა როგორც ამბობს, იდეალური გადაწყვეტილება მიიღო.

სტამბოლი წარმოუდგენელია. ძალიან დიდი ქალაქია, რაც მე აქამდე არ ვიცოდი. გულშემატკივრები ამ ქალაქს კიდევ უფრო დიდებულად აქცევენ, ჩემი ოჯახი და მეგობრები აქ თავს ბედნიერად გრძნობენ. გულშემატკივარმა მალევე დაიწყო ჩემი სახელის სკანდირება და შემიყვარეს, ამან თავი ისე მაგრძნობინა, როგორც სახლში.

ჩემი ფასი 100 მილიონზე მეტია, რადგან მსოფლიოში ისეთი ბევრი მოთამაშე არაა. ვინც ჩემნაირ შედეგებსა და წარმატებას მიაღწია. ეს ეხება ჩემს მონაცემებსა და იმას, თუ რას ვაკეთებ მოედანზე. ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ გუნდს, რომელიც ამხელა თანხას გადაიხდის, არ აქვს მნიშვნელობა ეს თანხა 120 მილიონი იქნება თუ 150. - განაცხადა ვიქტორ ოსიმენმა

ოსიმენმა თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დუბლი შეასრულა. გალათასარაისთან დადებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვიდათ, ოსიმენს დასახელებული აქვს 8 გუნდი, რომელთა დაინტერესების შემთხვევაშიც, ნიგერიელს თურქეთის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლება.