Belive

ფაბრიციო რომანო: "მსოფლიო ჩემპიონს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონსა და სახელოვან არგენტინელ ფეხბურთელს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, დოპინგზე ჩავარდნის გამო, პაპუ გომესს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. 35 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად "მონცას" ღირსებას იცავს. "სევილიასთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, პაპუ გომესი "მონცას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა, კარიერის ყველაზე წარმატებული წლები "ატალანტაში" გაატარა.

2014-21 წლებში, "ატალანტას" მაისურით ჩატარებულ 209 მატჩში, გომესმა 50 გოლის გატანა შეძლო. გომესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს. "ალბისელეტეს" მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში, გომესმა 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები