Belive

რეალმა იკარდის ინტერესი უარყო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურო იკარდი "გალათასარაის" მაისურით მორიგ ბრწყინვალე სეზონს ატარებს. არგენტინელმა შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგის 13 მატჩში, 11 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც ევროპის წამყვანი კლუბების სატრანსფერო სამიზნე გახდა.

ფანტასტიკური სეზონის ფონზე, მედია საშუალებებმა იკარდი მადრიდის "რეალს" დაუკავშირეს, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, "რეალი" იკარდის ტრანსფერით არ ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, "რეალი" უარყოფს, რომ იკარდის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს. იკარდის ბრწყინვალე პერფორმანსი უყურადღებოდ არ დარჩენიათ, მაგრამ "რეალი" თავდამსხმელთან დაკავშირებით სატრანსფერო აქტივობას არ გეგმავს. კლუბში მოუთმენლად ელიან 2024 წლის ივლისში, ენდრიკის მისვლას. - ფაბრიციო რომანო.

სხვა სტატიები