Belive

FA-მ არსენალისა და ბრენტფორდის მატჩის ვიდეო რეფერი დასაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "არსენალისა" და "ბრენტფორდის" მატჩის ვიდეო რეფერი - ლი მეისონი დასაჯა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მეისონი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩებიდან მოკვეთეს.

პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები, 18-19 თებერვალს გაიმართება. მეისონი კი აღნიშნული ტურის მატჩებზე არ იმუშავებს.

51 წლის ინგლისელი არბიტრი "არსენალისა" და "ბრენტფორდის" მატჩში, ვიდეო გამეორების სისტემას (VAR) ხელმძღვანელობდა და უხეში შეცდომა დაუშვა. ლი მეისონს ოფსაიდის ხაზის გავლება დაავიწყდა. საქმე ეხება "ბრენტფორდის" ფორვარდის - აივან ტოუნის მიერ გატანილ გოლს, რომელიც საფეხბურთო მიმომხილველებისა და გულშემატკივრების აზრით თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-ს უნდა გაეუქმებინა.

მეისონმა ტოუნის გოლი არ გააუქმა, შედეგად მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და საჩემპიონო ბრძოლაში მყოფმა "არსენალმა" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ინგლისის პრემიერ ლიგის სამსაჯო კორპუსმა ოფიციალური მოხსენება გაავრცელა და დაშვებული შეცდომის გამო "არსენალს" ბოდიში მოუხადა, თუმცა ჩრდილო ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხვა სტატიები