კირან ტირნი რეალ სოსიედადში ითამაშებს
The Athletic-ის ცნობით, "რეალ სოსიედადსა" და "არსენალს" შორის შეთანხმება მიღწეულია. ესპანური კლუბი "მეთოფეებისგან" იჯარის წესით კირან ტირნის შეიძენს. ფაბრიციო რომანოს თქმით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და როგორც კი კლუბები ყველა დოკუმენტს წარადგენენ ის უკვე "სოსიედადის" რიგებში ჩაირიცხება.
უცნაურია, რომ მიკელ არტეტა გასულ თვეს ტირნის თავის სამომავლო გეგმებში მოიაზრებდა. შოტლანდიელ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო სურს.
კონტრაქტის დეტალები სრულად ცნობილი არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ ესპანურ კლუბს კირანის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
Kieran Tierney to Real Sociedad, here we go! Verbal agreement in place with Arsenal on loan deal — no buy option clause 🚨⚪️🔵 #AFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 25, 2023
Tierney has accepted, medical being scheduled after clubs exchange all documents.
Salary will be covered until June. pic.twitter.com/PhLceN4Sk2
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ტირნის ჯერ არ უთამაშია. ბოლოს მან პრემიერ ლიგაში 90 წუთი მოედანზე 14 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ გაატარა და გუნდი 3:0 დამარცხდა.