არტეტა: "კმაყოფილი ვარ ბიჭებით, წინ პრემიერ ლიგის ტიტულია..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" 42 წლის თავკაცმა - მიკელ არტეტამ, "ბაიერნთან" მინიმალური ანგარიშით (1:0) მარცხისა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და მისი შეგირდები შეაქო.
"7 წელია ჩემპიონთა ლიგაზე არ გვითამაშია და ამ ყველაფერის ფონზე ამ შედეგით კმაყოფილი ვარ. ზოგადად ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ, თუმცა ვერაფერს ვიზამთ. 1/4-ფინალამდე საკმაოდ კომფორტულად მივედით, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან თამაშის ხარისხით 2 მატჩში "ბაიერნმა" ვერ გვაჯობა.
შეცდომებზე, რომელიც დავუშვით და საბედისწერო გახდა ჩვენთვის, ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა.
იმედებს არ ვკარგავ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის და ჩვენი სეზონის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. ვნახოთ რა იქნება, ძალიან მინდა, რომ პრემირ ლიგის გამარჯვებულები გავხდეთ.
ახლა კი დროა, რომ ბიჭების გვერდით დავდგე და მათთან ერთად გავიაზროთ ყველაფერი, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და მოვიგოთ პრემიერ ლიგა..."
- მიკელ არტეტა
შეგახსენებთ, რომ სწორედ მიკელ არტეტაა ის მწვრთნელი, რომელმაც "მეთოფეები" 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში კლუბმა ბოლოს 14 წლის წინ ითამაშა.
"არსენალი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის, ისინი 2 ტურის წინ პრემიერ ლიგის სათავეში იდგნენ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით პრემიერ ლიგის სამეული შემდეგნაირად გამოიყურება.
მანჩესტერ სიტი - 73 ქულა
არსენალი - 71 ქულა
ლივერპული - 71 ქულა