Belive

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში კონფლიქტი გაჩნდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც Calciomercato იტყობინება, ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, იტალიის ნაკრების გასახდელი გაყოფილი იყო, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო ლუჩიანო სპალეტის მიდგომით და მისი იდეებით. მთავარი მწვრთნელი ტურნირისთვის არასაკმარის მომზადებაში დაადანაშაულეს და გუნდის სათამაშო სტილი არასაკმარისად ინტენსიურად მიიჩნიეს. იტალიის გასახდელში განხეთქილება ნაწილობრივ გამოწვეულია ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის წასვლის შემდეგ, აშკარა ლიდერების არარსებობით.

ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო ნიკოლო ფაჯიოლის გამოძახებით, რომელმაც ფსონების წესების დარღვევისთვის 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა - ზოგიერთი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ნახევარმცველს „ჩამშვებად“ მიიჩნევს, რადგან ამ საქმეში მისმა ჩვენებამ სანდრო ტონალის დისკვალიფიკაცია გამოიწვია.

მოთამაშეები ასევე გაბრაზებული იყვნენ სპალეტის გადაწყვეტილებით - შეეცვალა ტაქტიკა ხორვატიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩამდე ორი საათით ადრე, რითაც ძირითადის მოთამაშეები სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩნენ.

იტალიის ნაკრები მერვედფინალში შვეიცარიასთან დამარცხდა (2:0) და ტურნირს გამოეთიშა. მოქმედმა ევროპის ჩემპიონებმა 4-ვე ჩატარებულ შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს: პირველ ტურში ალბანეთთან მოგების შემდეგ, ესპანეთმა იტალიას ულაპარაკოდ აჯობა, ხორვატებთან ბოლო წუთზე გაათანაბრეს, ხოლო შვეიცარიელებთან შეხვედრა უბრძოლველად დათმეს.

სხვა სტატიები