Belive

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, დინამოსა და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტასპის კენჭისყრა გაიმართა. "დინამო თბილისი" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ფეინოორდს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება "ჩიხურას", შემდგომ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გუნდი ხორვატულ "რიეკას" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" აზერბაიჯანულ "გაბალას" ხვდება. პირველი შეხვედრა 25 ივლისს სტუმრად, გაბალაში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი "დინამო არენაზე" 1-ლ აგვისტოს შედგება. "ჩიხურას" მეტოქე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური "აბერდინია". საჩხერელები პირველ თამაშს 25 ივლისს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებენ. საპასუხო მატჩი შოტლანდიაში 1-ლ აგვისტოს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები