დინამო თბილისმა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიბრუნა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და კვლავ მაქვს საშუალება დინამოს ღირსება დავიცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და მაქსიმალურად შევეცდები გუნდს დავეხმარო", - თქვა კობოურმა.დავით კობოური "დინამო თბილისის" აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდში 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. საერთო ჯამში, "ლურჯ-თეთრების" შემადგენლობაში მან 142 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 2020 წლის სეზონში ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.