Belive

ევროპა ლიგა: მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ტურნირის ამ ეტაპის და ასევე მთლიანად, სატურნირო ბადის გასარკვევი წილისყრა უეფას სათაო ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგა.

აღნიშნულ წილისყრაზე შემდეგ ოთხი წყვილი ჩამოყალიბდა:

"მილანი" - "რომა"

"ლივერპული" - "ატალანტა"

ლევეკუზენის "ბაიერი" - "ვესტ ჰემი"

ლისაბონის "ბენფიკა" - მარსელის "ოლიმპიკი"

პირველი მატჩები 11 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18 რიცხვში იგეგმება.

რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ "ბენფიკა" - "მარსელის" წყვილში გამარჯვებული "ლივერპული" -"ატალანტას" შორის უკეთეს გუნდს შეხვდება. შესაბამისად "მილანი" - "რომას" და ლევერკუზენის "ბაიერი" - "რომას" წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2 მაისს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 9 მაისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები