სენტ-ეტიენის მწვრთნელი: "დავითაშვილის დამატება ტექნიკური არსენალის გაძლიერებას ემსახურება"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალოლიომ გუნდის ახალწვეულის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თავკაცმა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მისი წარმატებული თამაში ტრანსფერისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ გუნდი ტექნიკურ ასპექტში გავაუმჯობესოთ და ზურიკო დავითაშვილის დამატება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის ლიგა 2-ში წარმატებით წარმოჩინდა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშიც დაემატა. ევროპის ჩემპიონატს რა თქმა უნდა, ლეპტოპითა და ტელეფონით მომარჯვებული ვადევნებდით თვალს და გადაწყვეტილებაც მაშინ მივიღეთ", - ამბობს ოლივიე დალოლიო.
"ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" ტრანსფერის შემდეგ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. უახლოესი მატჩი "სენტ-ეტიენს" 27 ივლისს, ესპანურ "ვილიარეალთან" ელოდება.