Belive

ევრო 2024-ის ყველა მერვედფინალური წყვილი ცნობილია

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ისტორიული დღეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელმაც პორტუგალიას ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით 2:0 მოუგო და 1/8-ფინალის საგზური გაიფორმა.

დღეს გაირკვა ევრო 2024-ის მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი:

  • შვეიცარია - იტალია

  • გერმანია - დანია

  • ინგლისი - სლოვაკეთი

  • ესპანეთი - საქართველო

  • საფრანგეთი - ბელგია

  • პორტუგალია - სლოვენია

  • რუმინეთი - ნიდერლანდები

  • ავსტრია - თურქეთი

მერვედფინალის პირველი მატჩი შაბათს, 29 ივნისს, შვეიცარიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება, საქართველო და ესპანეთი კი კვირას, 30 ივნისს, ითამაშებენ.

სხვა სტატიები