Belive

კრიშტიანუმ და მესიმ ჯგუფურ ეტაპზე ანტირეკორდი დაამყარეს

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სამხრეთ ამერიკის პირველობაც მიმდინარეობს. პორტუგალიის მსგავსად, არგენტინის ნაკრებმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა. როგორც ლიონელ მესიმ, ისევე კრიშტიანუ რონალდუმ პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ორივე სუპერვარსკვლავმა ანტირეკორდი დაამყარა. ლეოსთვის და კრიშტიანუსთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა ვერ შეძლეს.

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგო. 2:0, 0:1 და 2:0 - ასე დაამარცხეს არგენტინელებმა მეტოქეები, თუმცა, მესის აქედან არცერთი გოლი არ ეკუთვნის.

რაც შეეხება კრიშტიანუს, მისმა პორტუგალიამ ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო და სულ 5 გოლის გატანა შეძლო. აქედან არცერთი რონალდუს ანგარიშზე არ ჩაწერილა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოსთან 2:0 დამარცხდა.

სხვა სტატიები