Belive

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე გაირკვა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება.

დღეს იყო შანსი, რომ ნახევარფინალური წყვილები შეცვლილიყო - ასეთ შემთხვევაში, ყაზახეთს სლოვენიასთან სტუმრად უნდა გაემარჯვა და ევრო 2024-ის საგზური ჯგუფური ეტაპიდანვე უნდა გაეფორმებინა (ასე რომ მომხდარიყო, პლეი-ოფში ყაზახეთის ადგილს აზერბაიჯანი დაიკავებდა და ჩვენი მეტოქე სწორედ ის იქნებოდა).

ყაზახებმა სლოვენიასთან 1:2 წააგეს, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მარტში, პლეი-ოფიდან იბრძოლებენ (H ჯგუფიდან ევრო 2024-ზე დანია და სლოვენია იასპარეზებენ).

საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ნახევარფინალური შეხვედრა 2024 წლის 21 მარტს, თბილისში გაიმართება.

  • მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება

  • ფინალური მატჩი 26 მარტს ჩატარდება, მასპინძელი კი 23 ნოემბერს გაირკვევა.

სხვა სტატიები