Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სათამაშო კვირის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის The Lower Tiers-მა ადგილი "უოტფორდის" სამ ფეხბურთელს და მათ შორის, 24 წლის ქართველს არგუნა.

View this post on Instagram

A post shared by The Lower Tiers (@lowertiers)

"უოტფორდმა" "სტოკ სიტის" (3:0) აჯობა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ლონდონურმა გუნდმა საწყის ორ ტურში ორივეჯერ იმარჯვა, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ლიდერის პოზიციას "ბარნლისა" და "სანდერლდენთან" ინაწილებს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძე, ის ორივე მატჩში შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა და თითო-თითო გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ მატჩს ქართველის გუნდი "დერბისთან", 24 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები