ევრო 2024-ის პლეი-ოფში გასული პირველი გუნდი ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი საგზური მასპინძელმა გერმანიამ მოიპოვა. ბუნდესთიმმა A-ჯგუფის საწყის ორ ტურში, 2 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება გაინაღდა.
შოტლანდიის განადგურების (5:1) შემდეგ, გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა და A-ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 4 ქულით შვეიცარია იმყოფება. მესამე ადგილს 1 ქულით შოტლანდია იკავებს, ხოლო უნგრეთი ქვეჯგუფის ბოლო პოზიციაზეა.
Germany through to the round of 16 🔢#EURO2024 pic.twitter.com/tNgBkM4Myv
— UEFA EURO 2024 (@UEFAEURO) June 19, 2024
A-ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, რომელიც მასპინძლებისთვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, გერმანიისა და შვეიცარიის დაპირისპირება შედგება. შოტლანდია და უნგრეთი კი აუტსაიდერების დაპირისპირებაში შეეცდებიან გამარჯვებულის გამოვლენას.