Belive

ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჰამბურგში ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრა გაიმართა. შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გამოვლენილი იყო ფინალური ეტაპის 21 მონაწილე. დანარჩენ სამ ნაკრებს კი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრები გაარკვევს – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

წილისყრამდე ცნობილი კალათების შემადგენლობები:

I კალათა: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი.

II კალათა: უნგრეთი, თურქეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი, ავსტრია.

III კალათა: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

IV კალათა: იტალია, სერბეთი, შვეიცარია, პლეი ოფი (A ლიგა), პლეი ოფი (B ლიგა), პლეი ოფი (C ლიგა).



ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის ჯგუფები:


A ჯგუფი

1. გერმანია
2. შოტლანდია
3. უნგრეთი
4. შვეიცარია

B ჯგუფი

1. ესპანეთი
2. ხორვატია
3. იტალია
4. ალბანეთი


C ჯგუფი

1. სლოვენია
2. დანია
3. სერბეთი
4. ინგლისი


D ჯგუფი


1. პლეი ოფი (A ლიგა) - პოლონეთი, ფინეთი, უელსი, ესტონეთი
2. ნიდერლანდები
3. ავსტრია
4. საფრანგეთი


E ჯგუფი


1. ბელგია
2. სლოვაკეთი
3. რუმინეთი
4. პლეი ოფი (B ლიგა) - ისრაელი, უკრაინა, ბოსნია, ისლანდია

F ჯგუფი

1. თურქეთი
2. პლეი ოფი (C ლიგა) - საქართველო, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, ყაზახეთი
3. პორტუგალია
4. ჩეხეთი


ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მარტის შეხვედრებია, როცა საქართველოს ნაკრები თბილისში ლუქსემბურგს მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს, ასევე საქართველოს დედაქალაქში უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.






სხვა სტატიები