Belive

გუნდები, რომლებსაც ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

მინიმუმ 10 ფეხბურთელით ევრო 2024-ზე 9 გუნდი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ,,მანჩესტერ სიტი'', ,,ინტერი'', ,,რეალი'', ,,პსჟ'', ,,ბარსელონა'', ,,ბაიერნი'', ,,ლაიფციგი'', ,,არსენალი'' და ,,ლევერკუზენი'' არიან.

გთავაზობთ ტოპ ხუთეულს:

5. ბარსელონა - 11 ფეხბურთელი (იყო 12, თუმცა ნიდერლანდებს დე იონგი გამოაკლდა): პედრი, ლამინე იამალი, ფერმინ ლოპესი, ფერან ტორესი (ესპანეთი), ჟიულ კუნდე (საფრანგეთი) ილქაი გიუნდოგანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) ანდრეას კრისტენსენი (დანია), ჟოაუ ფელიქსი, ჟოაუ კანსელუ (პორტუგალია).

  1. პსჟ - 11 ფეხბურთელი: ფაბიან რუისი (ესპანეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია), კილიან მბაპე, უსმან დემბელე, რანდალ კოლო მუანი, უორენ ზაიერ-ემერი, ბრედლი ბარკოლა (საფრანგეთი), მილან შკრინიარი (სლოვაკეთი), გონსალუ რამოში, დანილო პერეირა, ნუნო მენდეში, ვიტინია (პორტუგალია)

3, რეალი - 12 ფეხბურთელი: ნაჩო, კარვახალი, ხოსელუ (ესპანეთი), ფერლან მენდი, ედუარდო კამავინგა, ორელიენ ჩუამენი (საფრანგეთი), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) ანტონიო რუდიგერი, ტონი კროოსი (გერმანია), ანდრეი ლუნინი (უკრაინა), არდა გიულერი (თურქეთი).

  1. ინტერი - 13 ფეხბურთელი: იან ზომერი (გერმანია), ფედერიკო დიმარკო, დავიდე ფრატეზი, მატეო დარმიანი, ნიკოლო ბარელა, ალესანდრო ბასტონი (იტალია), კრისტიან ასლანი (ალბანეთი), სტეფან დე ვრეი, დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდები), მარკო არნაუტოვიჩი (ავსტრია), ბენჟამინ პავარი, მარკუს ტურამი (საფრანგეთი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი).

1. მანჩესტერ სიტი - 13 ფეხბურთელი: ფილ ფოდენი, ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი (ინგლისი), ბერნარდუ სილვა, რუბენ დიაში, მატეუს ნუნეში (პორტუგალია) ნათან აკე (ნიდერლანდები) მანუელ აკანჯი (შვეიცარია), კევინ დე ბრუინე, ჯერემი დოკუ (ბელგია), როდრი (ესპანეთი). იოშკო გვარდიოლი, მატეო კოვაჩიჩი (ხორვატია).

ევროპის ჩემპიონატი პარასკევს, 14 ივნისს, გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრით გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს გაიმართება.

TM

სხვა სტატიები