ევერტონს 10 ქულა დააკლეს - კლუბმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევერტონს პრემიერ ლიგაში ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის 10 ქულა დააკლდა. ამის შესახებ პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი იუწყება.
მერსისაიდულმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც კლუბი ამხელა სასჯელით ისჯება.
"გვჯერა, რომ პრემიერ ლიგის კომისიამ დააწესა სრულიად არაპროპორციული და უსამართლო სპორტული სანქცია… ევერტონი ამტკიცებს, რომ იგი ღია და გამჭვირვალეა იმ ინფორმაციაში, რომელიც მან მიაწოდა პრემიერ ლიგას და რომ ის ყოველთვის პატივს სცემდა მსგავს თემებს.
კლუბი ასევე დიდი ინტერესით დააკვირდება ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ ლიგის მდგრადობის წესებთან დაკავშირებით.
კლუბი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აუცილებლად გაასაჩივრებს..." - ვკითხულოვთ "ევერტონის" განცხადებაში.
"ევერტონი" პრემიერ ლიგაში განვლილი 12 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზე 14 ქულით იმყოფებოდა, თუმცა გადაწყვეტილების შედეგად მათ 10 ქულა დააკლდათ და მე-19 პოზიციაზე დაქვეითდნენ.
ახლა ლივერპულული კლუბის ანგარიშზე 4 ქულაა და "ბარნლისთან" და "შეფილდთან" ერთად პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.