ვიქტორ ოსიმენი: "გადაწყვეტილება უკვე მივიღე"
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ თავისი მომავალი უკვე გადაწყვიტა. მართალია ოსიმენმა ნეაპოლელებთან ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მაგრამ დიდი ალბათობით მას პრემიერ ლიგაში ვიხილავთ.
ჩემი ნაბიჯის შესახებ, რომელსაც სეზონის ბოლოს გადავდგამ, გადაწყვეტილება უკვე მივიღე. აზრს არ შევიცვლი. ჩემი გეგმა მაქვს და ვიცი რისი გაკეთება მსურს. ვფიქრობ, ხალხის 60% პრემიერ ლიგასთან მაკავშირებს. პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. - განაცხადა ოსიმენმა CBS Sports-თან საუბრისას
ამჟამად, ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასზე ასპარეზობს. მან ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა შეძლო და ეს ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ მოახერხა. ნიგერიის ნაკრებს A ჯგუფში 2 მოგება და 1 ფრე აქვს. "არწივები" 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.