Belive

ევერტონი მარსელო ბიელსასთან მოლაპარაკებებს მართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც "ევერტონმა" დაკავებული პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა, "კანფეტები" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. BBC Sports-ის თანახმად, მერსისაიდელები "ლიდსის" ყოფილ თავკაცთან მარსელო ბიელსასთან მართავენ მოლაპარაკებებს.

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი "ევერტონის" მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტია.

თუ მარსელო ბიელსას გადმობირება ვერ მოხერხდა, "ევერტონის" სამიზნე "ბარნლის" ყოფილი მწვრთნელი შონ დაიჩი იქნება.

ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ შაბათ-კვირას მწვრთნელის პოსტი უკვე დაკავებული იქნება.

ამჟამად "ევერტონი" ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ბოლო 5 შეხვედრიდან არცერთი მატჩი მოუგიათ და 15 ქულით მე-19 პოზიციას იკავებენ. შემდეგი მატჩი მერსისაიდელებს 4 თებერვალს "არსენალის" წინააღმდეგ ელით.

სხვა სტატიები