პედრი ტრავმირებულია - ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრი ტრავმირებულია. 20 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის დაზიანება მიიღო. ამჟამად კლუბი სხვა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
პედრიმ მარჯვენა ბარძაყის დაზიანება მიიღო. მისი მოედანზე დაბრუნების თარიღს ტრავმის განვითარება განსაზღვრავს. - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი ტურია რაც ესპანეთის ლა ლიგა დაიწყო და მეორე ტურში პედრიმ უკვე მოახერხა გოლის გატანა. აჟამად "ბარსელონას" 4 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.