Belive

ეთან მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლილის 19 წლის ნახევარმცველს - ეთან მბაპეს, უეფამ ჩემპიონთა ლიგის სამშეხვედრიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც ბეტისთან წაგებულ მატჩში (2:3) მოხდა - ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანელთა მცველ ნათანს იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს.

კადრებში გამოჩნდა, რომ ნათანმა მბაპეს გვერდით ჩავლისას რაღაც უთხრა, რაზეც რეალის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს უმცროსმა ძმამ აგრესიულად რეაგირება მოახდინა. VAR-ის სისტემაზე ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა, უეფამ კი მომხდარი „მეტოქეზე თავდასხმად“ შეაფასა და სასჯელი გაამკაცრა. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებული მხოლოდ მესამე მატჩი გახლდათ.

სანქციის გამო ეთან მბაპე ლილს: ლონდონის არსენალის, გალათასარაისა და ნორვეგიული ბოდო/გლიმტის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

მისი დაბრუნება 25 ნოემბერს, მიუნხენის ბაიერნთან საშინაო შეხვედრაში იგეგმება. ამჟამად ფეხბურთელი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

სხვა სტატიები