Belive

ESPN - სუარესმა ინტერ მაიამისთან კონტრაქტი შეათანხმა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელი, ლუის სუარესი კარიერას ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამერიკულმა გუნდმა ურუგვაელთან 1-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

სუარესი თავის ამჟამინდელ კლუბს, ,,გრემიოს'', დეკემბერში, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მიმდინარე სეზონში 36 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ბრაზილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 19 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

,,ინტერ მაიამიმ'' ზაფხულში ,,ბარსელონას'' 3 ყოფილი ფეხბურთელი - ლეო მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა გაიფორმა.

სხვა სტატიები