ESPN-მა პრემიერლიგის საუკეთესოები გამოარჩია და სიმბოლური თერთმეტეულიც დაასახელა
ESPN-მა პრემიერლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, მოჰამედ სალაჰი დაასახელა. ეგვიპტელმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (29) და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც (18) მიითვალა, მისი გუნდი კი ჩემპიონი გახდა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ნოტინგემ ფორესტის ცენტრალური მცველი, მურილიო დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი - ნუნუ ეშპირიტუ სანტუ (ნოტინგემი).
საუკეთესო ტრანსფერი:
დინ ჰუისენი - იუვენტუსიდან ბორნმუთში
საუკეთესო მატჩი:
ევერტონი 2:2 ლივერპული
ერთი ფეხბურთელის საუკეთესო პერფორმანსი:
კოულ პალმერი ბრაიტონის წინააღმდეგ - პოკერი პირველსავე ტაიმში
ESPN-მა პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური თერთმეტეულიც დაასახელა, რომელშიც ყველაზე მეტი - 4 ფეხბურთელი ლივერპულიდან მოხვდა:
მეკარე - მატც სელსი
მცველები - ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ვირჯილ ვან დაიკი, ჯეიმს ტარკოვსკი, ენტონი რობინსონი
ნახევარმცველები - იური ტილემანსი, ბრუნო ფერნანდეში, კოულ პალმერი
თავდამსხმელები - ლუის დიასი, მოჰამედ სალაჰი, ალექსანდერ ისაკი