Goal.com - მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი
Goal.com-მა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა.
ვებგვერდის ვერსიით, ევროპულ ჩემპიონატებში ამ მომენტისთვის ყველაზე წარმატებული შენაძენი ლუის დიასია, რომლის სანაცვლოდაც ბაიერნმა ლივერპულს 75 მილიონი ევრო გადაუხადა:
,,როგორ ნანობს ლივერპული, რომ ზაფხულში ლუის დიასი გაუშვა (გადაწყვეტილება, ძირითადად, ხელფასის გაზრდის მოთხოვნამ განაპირობა), თუმცა მის სანაცვლოდ მიღებული თანხა გუნდს სხვა ფეხბურთელების მოყვანაში დაეხმარა. ამის მიუხედავად, მან ბაიერნში გადასვლის შემდეგ, წითლების ახალწვეულებს, ისაკსა და ვირცს აშკარად აჯობა.
დიასი ბრწყინვალე ფორმაშია და ბუნდესლიგაში უფრო თავისუფალი დაცვითა და სივრცეებით სარგებლობს. კოლუმბიელს ბუნდესლიგის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 14 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (8 გოლი, 6 პასი). ბაიერნი ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტია და თუ ასე მოხდება, ლუის დიასი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაც იქნება. - წერს Goal.com
მეორე ადგილს იან დიომანდე იკავებს, რომელიც ლაიფციგმა ლეგანესიდან იყიდა. სამეულში, ასევე, ფლორიან ტოვენი მოხვდა (უდინეზედან ლანსში).
მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი Goal.com-ის ვერსიით:
ლუის დიასი - ლივერპულიდან ბაიერნში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
იან დიომანდე - ლეგანესიდან ლაიფციგში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ფლორიან ტოვენი - უდინეზედან ლანსში 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ლუკა მოდრიჩი - მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით;
გრანიტ ჯაკა - ლევერკუზენიდან სანდერლენდში 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ჯონათან ტა - ბაიერნში თავისუფალი აგენტის სტატუსით;
მარტინ ზუბიმენდი - სოსიედადიდან არსენალში 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ჟოან გარსია - ესპანიოლიდან ბარსელონაში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
მარკუს რაშფორდი - მანჩესტერიდან ბარსელონაში იჯარით;
მალიკ ჩაო - მილანიდან ნიუკასლში 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.