ESPN-მა პრემიერლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, დონეცკის შახტარიდან მიხაილო მუდრიკის ჩელსიში გადასვლა, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ტრანსფერებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
,,2022-2023 წლების სეზონის პირველ ნახევარში მუდრიკმა შახტარის მაისურით 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას შემდეგ, 3 წელზე მეტი გავიდა და უკრაინელმა თავი სულ 10 გოლითა და 6 პასით გამოიჩინა. მისი თამაში თავიდანვე იმედგაცრუებად შეფასდა, 2024 წლის ნოემბრიდან კი დოპინგზე ჩავარდნის გამო საერთოდ არ უთამაშია.
ჩელსიმ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში არსენალი დაამარცხა და მასთან 8,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რა ინდიკატორიც არ უნდა გამოვიყენოთ - გატანილ გოლზე დახარჯული დოლარი თუ ხელახლა გაყიდვის ღირებულება, ჩელსის ამ ტრანსფერით ოდნავაც კი არ უსარგებლია.'' - წერს ESPN

ათეულში მე-2 ადგილს ანტონი იკავებს, რომლის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედმა აიაქსს 95 მილიონი ევრო გადაუხადა. სამეულში, ასევე, ნიკოლა პეპეს ტრანსფერიც მოხვდა.
ESPN - 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში:
მუდრიკი - შახტარიდან ჩელსიში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ანტონი - აიაქსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ნიკოლა პეპე - ლილიდან არსენალში 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ალი დია - საუთჰემპტონში თავისუფალი აგენტის სტატუსით
დენი დრინქუოთერი - ლესტერიდან ჩელსიში 37,9 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
რიკარდო ალვარესი - ინტერიდან სანდერლენდში 10,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
რომელუ ლუკაკუ - ინტერიდან ჩელსში 113 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ჯეიდონ სანჩო - დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ტომას ბროლინი - პარმადან ლიდს იუნაიტედში 5,3 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
კალვინ ფილიპსი - ლიდს იუნაიტედიდან მანჩსტერ სიტიში 49 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
