ესპანურმა მედიამ კვარაცხელია რუსეთიდან და უკრაინიდან წამსვლელი ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანური გამოცემის სიაში 21 წლის ფეხბურთელი მეშვიდე პოზიციას იკავებს, მის შესახებ კი ასეთი რამ წერია: "როგორც გარემარბად, ისე შემტევ ნახევარმცველად მას თამაში ძალიან კარგად შეუძლია. ის საქართველოს დიდი იმედი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტია. მან საკუთარი ტალანტის ჩვენება ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოახერხა".კვარაცხელიას გარდა, სიაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორიც ბრაზილეელები, დავიდ ნერეში, მალკომი, ნიდერლანდელი ქვინსი პრომესი და სხვები არიან. 2021/22 წლების სეზონში, კვარაცხელიას აქტივში ყაზანის "რუბინის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე პასია.