Belive

ესპანური მედია: "ობლაკის შემცვლელი მამარდაშვილი იქნება - ეს ატლეტიკოს საოცნებო ტრანსფერია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანურ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე კლუბს გამოიცვლიდა და პოტენციურ კანდიდატებს შორის მადრიდის "ატლეტიკოც" სახელდებოდა.

ამ ეტაპზე, "როხიბლანკოს" სახელი განსაკუთრებულად აქტიური გახდა. ესპანური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ გუნდის დატოვებას სლოვენიელი მეკარე, იან ობლაკი აპირებს, მის შემცვლელად კი დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი სწორედ 22 წლის ქართველ გოლკიპერს განიხილავს.

"ვალენსიას ახალგაზრდა მეკარე თავის პოზიციაზე ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა, რის გამოც, რაც იან ობლაკი "ატლეტიკოდან" წავა, მადრიდელები მის შემცვლელად სწორედ მამარდაშვილს განიხილავენ.

22 წლის ქართველი მეკარე მადრიდის "ატლეტიკოს" საოცნებო შენაძენი იქნება, რადგან ის მომავლის მეკარეა.

მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე ისაა, რომ ახლა "ატლეტიკოს" ყველაზე რთული ფინანსური მომენტი აქვს, რაც მათ ძალიან გაურთულებთ მამარდაშვილის დამატების საკითხს, რადგან მან "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონიო ევრო იქნება", - წერს fichajes.net-ი.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩში აქვს ნათამაშები, აქედან 6-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, მთლიანობაში კი 31 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები