Belive

მძიმე დარტყმა ატლეტიკოსთვის - მორატა მინიმუმ 2 კვირას იუქმებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდმა - ალვარო მორატამ, ლა ლიგის 24-ე ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მოედნის დატოვება მეორე ტაიმის სტარტზევე მოუწია.

მადრიდული კლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია მორატას ტრავმის სირთულეზე.

"დღეს დილით, მორატას ჩაუტარდა MRI-ს სკანირება, რათა დადგენილიყო ტრავმის ხარისხი. სამედიცინო მომსახურების დასკვნა მიუთითებს, რომ ფეხბურთელს აქვს ძვლის კონტუზია და მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი ლიგატის დაჭიმვა...

ახლა ის დროა, რომ დავიწყოთ ალვარო მორატასთვის ტრავმის მოშუშება და ტრავმისშემდგომი მკურნალობა..." - ვკითხულობთ ატლეტიკოს განცხადებაში

ალვარო მორატა, მიმდინარე სეზონში, 19 გატანილი გოლით მადრიდის "ატლეტიკოს" საუკეთესო ბომბარდირია.

ასევე ცნობილია, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს, "ინტერის" წინააღმდეგ ოფიციალურად გამოტოვებს.

"ინტერისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 20 თებერვალს, 23:59 საათზე შედგება.

სხვა სტატიები