Belive

ესპანური მედია: "მესის ბარსელონას სპორტული დირექტორობა სურს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანდო ესპანური წყარო El Chiringuito-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერვე ოქროს ბურთის ახლახანს მომგები ფეხბურთელი, ლეო მესი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, "ბარსელონაში" მენეჯერის პოზიციაზე დაბრუნებას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ინტერ მაიამის" სუპერვარსკვლავს სურს, რომ მშობლიურ გუნდში სპორტული დირექტორის პოზიციაზე დაბრუნდეს. თუმცა, ამავე დროს, თუ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ლეო მესის ტექნიკური დირექტორის პოზიციას შესთავაზებს, მაშინ ის არჩევანს ეროვნულ გუნდზე შეაჩერებს.

36 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტს ხელი 2023 წლის 15 ივლისს მოაწერა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 11 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები