ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები VAR-ის გარეშე აღარ ითამაშებს
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგეშმა, განაცხადა, რომ ,,სელესაო'' VAR-ის გარეშე ამხანაგურ შეხვედრებს აღარ ჩაატარებს.
გუშინ, ,,სანტიაგო ბერნაბეუზე'', ესპანეთთან ფრედ დასრულებულ მატჩში (3:3), რომელშიც ვიდეორეფერი არ მუშაობდა, მსაჯმა მასპინძელთა სასარგებლოდ 2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რასაც ბრაზილიელთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
,,ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას აცნობებს, რომ ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩებში VAR-მა აუცილებლად უნდა იმუშაოს.'' - თქვა როდრიგეშმა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 ივნისს, მექსიკის წინააღმდეგ გამართავს.
💥 Brasil se queja del arbitraje: “No volveremos a jugar sin VAR”
— Diario AS (@diarioas) March 27, 2024
😡 El Presidente de la Federación de Fútbol de Brasil, Ednaldo Rodrigues, salió muy enfadado del Bernabéu después de los dos penaltis a favor de España
🤔 ¿Tú qué piensas?
👉 https://t.co/cWhsToEcdO pic.twitter.com/sClTWOWJwq