რონალდო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია
ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო შესაძლოა დიდ საფეხბურთო სცენას ძალიან მალე დაუბრუნდეს, მაგრამ არა როგორც ფეხბურთელი არამედ თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ლეგენდარულმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ის ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის (CBF) ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.
48 წლის ყოფილი ფეხბურთელი მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას, როგორც ადგილობრივ კლუბებში, ასევე ეროვნულ ნაკრებში. მის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას სურს იმოგზაუროს ბრაზილიის ყველა კუთხეში რათა ნახოს მდგომარეობა, მოუსმინოს ადამიანებს ვისაც ამ კუთხით დახმარება სჭირდება და გეგმავს ფეხბურთის ფედერაციას წარუდგინოს პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეეცდება, რადგან ფეხბურთი თავის ქვეყანაში უფრო განვითარდეს.
შეგახსენებთ, რონალდო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1994 წლიდან 2011 წლამდე ასპარეზობდა, ამ პერიოდში მან 99 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და გააკეთა 32 საგოლე გადაცემა. ტიტულებს რაც შეეხება, მან 2-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (1994 და 2002 წლებში), ხოლო ერთხელაც, 1998 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2 გზის კოპა ამერიკის გამარჯვებულია (1997, 1999) და ერთხელ ფინალში წააგო (1995), ასევე 1997 წელს მოგებული აქვს კონფედერაციის თასი და 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი.
🚨 AGORA É OFICIAL! 🚨 RONALDO É CANDIDATO À PRESIDÊNCIA DA CBF! 🇧🇷🇧🇷 O Fenômeno oficializou sua candidatura e vai participar das eleições que acontecerão no começo de 2026! pic.twitter.com/YsTZv6IuNN
— TNT Sports BR (@TNTSportsBR) December 16, 2024