Belive

ესპანეთის ნაკრებში რეალიდან ფეხბურთელი არ გამოიძახეს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ფუენტემ, ნოემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა, სადაც მადრიდის "რეალის" ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, ფურია როხას 3 დებიუტანტი ეყოლება: აიტორ პარედესი (ბილბაო), მარკ კასადო (ბარსელონა) და სამუ ომოროდიონი (პორტუ).

ესპანეთის ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები – დევიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), რობერტ სანჩესი (ჩელსი);

მცველები – ოსკარ მინგესა (სელტა), დანი ვივიანი (ბილბაო), აიმერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), პედრო პორო (ტოტენჰემი), აიტორ პარედესი (ბილბაო);

ნახევარმცველები – მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (არსენალი, ინგლისი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილირეალი), დანი ოლმო (ბარსელონა), მარკ კასადო (ბარსელონა);

თავდამსხმელები – ალვარო მორატა (მილანი), ლამინე იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), აიოსე პერესი (ვილიარეალი), სამუ ომოროდიონი (პორტუ), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა).

ესპანეთს 10 ქულა აქვს და ჯგუფის პირველ ადგილზეა. 15 ნოემბერს, დე ლა ფუენტეს გუნდი სტუმრად დანიას ეთამაშება, 18-ში კი საკუთარ მოედანზე შვეიცარიას მიიღებს.

სხვა სტატიები