Belive

ესპანეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ალვარო მორატა იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალ კაპიტნად მადრიდის ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელი, ალვარო მორატა დაინიშნა. ამის შესახებ ,,ფურია როხას'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, განაცხადა. ესპანეთის ნაკრებში სამკლაურს იღებს ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული:

,,ეს კრიტერიუმი დიდი ხნის დამკვიდრებულია. ჩემთვის ყველა ფეხბურთელთან ერთად მუშაობა კომფორტულია. ასეთ კაპიტნებთან ერთად ძალიან მშვიდად ვარ. ახლა ისინი ალვარო მორატა, როდრი და დანი კარვახალი არიან,'' - დე ლა ფუენტეს სიტყვებს As-ი ციტირებს.

ესპანეთის ნაკრების ბოლო კაპიტანმა, სერხო ბუსკეტსმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა, კოკე და ჟორდი ალბა კი დე ლა ფუენტემ ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 25 მარტს ნორვეგიას შეხვდება, 28-ში კი - შოტლანდიას.

სხვა სტატიები