ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდასტურდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
📰 | ANNOUNCEMENT FC Internazionale Milano announces Ashley Young has tested positive for COVID-19 👉 https://t.co/9PZecrL29z#FCIM
— Inter (@Inter_en) October 11, 2020
ინგლისელი ფეხბურთელი თვითიზოლაციის მიზნით საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც კარანტინს გაივლის. 35 წლის მოთამაშე "ინტერს" იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ვერ დაეხმარება. 17 ოქტობმბერს მილანური დერბი გაიმართება, სადაც "ინტერი" თანაქალაქელ "მილანს" უმასპინძლებს. ეშლი იანგი 2019-20 წლის სეზონში იტალიურ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა, მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 21 შეხვედრა გამართა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა გატანილი გოლით.