ხუან კუადრადო ინტერის ფეხბურთელია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო კარიერას ,,ინტერში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კოლუმბიელმა მილანურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.
კუადრადომ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.