კალაძე ადასტურებს - გატუზოსა და მალდინის ხვიჩას შესახებ ვესაუბრე
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კალაძემ.საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფიქრობს, რომ გრანდებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სატრამპლინო კლუბი სჭირდება.
„მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – ამბობს კალაძე.