25-წლიანი ურთიერთობის დასასრული | ევროპულ ტურნირებზე ადიდასს ნაიკი ჩაანაცვლებს
ორშაბათს, 16 ნოემბერს, უეფამ (UEFA) ევროპულ ფეხბურთში ისტორიული ცვლილების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა: 2027-2028 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ბურთების ახალი მომწოდებელი ამერიკული სპორტული გიგანტი 'Nike' გახდება.
აღნიშნული შეთანხმებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პარტნიორობა სრულდება. Adidas-ი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირისთვის ბურთების წარმოებას 26-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შეწყვეტს. ეს ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო და 2027 წლის ივნისში, მადრიდში გასამართი ფინალით დასრულდება.
🚨 OFFICIEL ! NIKE REMPLACE ADIDAS EN LIGUE DES CHAMPIONS !!! ⚽️⭐️
— Actu Foot (@ActuFoot_) November 16, 2026
Dès 2027/28, NIKE fournira aussi les ballons de la Ligue Europa et de la Ligue Conférence.
ADIDAS équipait la Ligue des champions depuis 2001. 👋 pic.twitter.com/YGI4SNW0ZF
ახალი კონტრაქტი ოთხ სეზონზეა გათვლილი და ძალაში 2030-2031 წლების კამპანიის ბოლომდე იქნება.
უეფას სხვა საკლუბო ტურნირების სპონსორობა
ჩემპიონთა ლიგის გარდა, ეს გარიგება ისტორიაში პირველად აერთიანებს უეფას ყველა მამაკაცთა საკლუბო ტურნირის ბურთებით მომარაგებას ერთი მწარმოებლის ქვეშ. კერძოდ, 'Nike' ოფიციალურ ბურთებს დაამზადებს შემდეგი ტურნირებისთვისაც:
ევროპა ლიგა;
კონფერენს ლიგა (სადაც ფრანგულ ბრენდ Kipsta-ს ჩაანაცვლებს);
უეფას სუპერთასი;
უეფას ახალგაზრდული ლიგა.
ამ გადაწყვეტილებით, 'Adidas'-ის ლეგენდარული ვარსკვლავებიანი დიზაინი ევროპულ საღამოებს საბოლოოდ დაემშვიდობება. თავის მხრივ, Nike ბრუნდება ტურნირზე, რომლის ფინალურ მატჩებსაც 1998-დან 2001 წლამდე პერიოდში სწორედ მის მიერ წარმოებული ბურთები ემსახურებოდა.
2027/28. History awaits. pic.twitter.com/kwUubV1PwF
— Nike Football (@nikefootball) November 16, 2026