ეს უბრალოდ რიცხვი არ არის | ემოციური ისტორია, რომელიც ბრუნო გიმარაეშის 39-ნომრიანი მაისურის მიღმა იმალება
ბრაზილიელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში, 2026/27 წლების სეზონს ახალ გუნდთან, ლონდონის არსენალსთან ერთად დაიწყებს. ბრუნომ, პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი სათამაშო უნარების და იმ სარგებლის გარდა, რასაც არსენალი 28 წლის ფეხბურთელისგან ელოდება, საინტერესოა აგრეთვე ბრაზილელი ფეხბურთელის სათამაშო ნომერი, რომელსაც ის საფეხბურთო კარიერის დაწყების დღიდან ატარებს.
გიმარაეშს, არსენალში, 39-ნომრიანი მაისური შემთხვევით არ აურჩევია და ეს არც უბრალო გემოვნების საკითხია. ამ არჩევანის უკან, ემოციური ისტორია დგას, რომელიც მისი კარიერის ადრეული წლებიდანვე იწყება და სირთულეებით, ამბიციებითა და ოჯახისადმი ერთგულებითაა სავსე.
საქმე ისაა, რომ გიმარაეშის მამის მანქანის ნომერი, რომელიც რიო დე ჟანეიროში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სწორედ 39 იყო. ეს რიცხვი, ფეხბურთელის გონებაში, სამუდამოდ აღიბეჭდა და ყოველთვის იმ ისტორიის განუყოფელი ნაწილია, როდესაც ბრუნოს ოჯახი, უკეთესი ცხოვრებისა და მისი საფეხბურთო ოცნების ასრულებისთვის იბრძოდა.
რაც ბევრი გულშემატკივრისთვის, ერთი შეხედვით, შეიძლება უცანურ გადაწყვეტილებად ჩანდეს, გიმარაეშისთვის, პირადი ისტორიისა და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბრაზილიელისთვის, ეს მამის ხსოვნას, მისი საფეხბურთო გზის დასაწყისსა და იმ ცხოვრებისეულ პირობებს უკავშირდება, რომლებმაც ის აქამდე მოიყვანა.
39-ე ნომერმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ეს ნომერი იმაზე ბევრად ლამაზ ისტორიას ჰყვება, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემაა შესაძლებელი. სწორედ ამ ნომერმა მიმიყვანა ნიუკასლამდე. სწორედ ამ ნომრის წყალობით მქონდა საკვები და ტანსაცმელი. სწორედ ეს ნომერი ფარავდა ავტობუსით, 3-საათიანი მგზავრობის ხარჯებს, როცა ჩემი ოცნების ასასრულებლად მივისწრაფოდი. - აღნიშმა 28 წლის ფეხბურთელმა "The Sun"-თან ინტერვიუში
Bruno Guimarães explains the meaning behind wearing #39 & how he was coincidentally given the number when he signed for Athletico Paranaense. 🥹❤️
— afcstuff (@afcstuff) August 8, 2026
🗣️ “My father was a taxi driver in Brazil for more than 20 years. The taxi gave everything for my family, the place we live, food…” pic.twitter.com/pMWX71fRib